Saturday, January 5, 2019

მათემატიკის წრის მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.




რეფლექსია საწრეო მუშაობის შესახებ

საწრეო მუშაობის ძირითადი მიზანი გახლდათ სასწავლო მასალის განმტკიცება და დამატებითი ცოდნის მიღება ლოგიკური და სხვადასხვა სახის სავარჯიშოებზე მუშაობით.
დამატებითი საწრეო მუშაობა კვირაში ერთხელ იმართებოდა, წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად საინტერესო და სახალისო იყო ყოველი შეხვედრა, მოსწონდათ, რომ აქ მეტი თავისუფლება, არასტანდარტული სასწავლი პროცესი იმართებოდა, აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო საუკეთესო გაკვეთილი. ისინი ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს დიდი მონდომებით, მოსწონდათ თამაშით სწავლების მეთოდი, ამზადებდნენ სხვადასხვა თვალსაჩინოებებს, თვითონვე მოიძიეს სახალისო ლოგიკური ამოცანები. 
მიმაჩნია, რომ საწრეო მუშაობა არის ერთ-ერთი საშუალება უფრო შეაყვარო ბავშვებს საგანი და გაუფართოვო ცოდნა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიზეზთა გამო ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს წრეზე დარჩენას, საგაკვეთილო პროცესში თავი იჩინა ოდნავ განსხვავებულმა ცოდნამ, რამაც სინანული გამოიწვია იმ ბავშვებში, რომლებიც ვერ ახერხებდნენ წრეზე მუშაობას. 
მეორე სემესტრიდან, გავაუქმეთ ხელშეკრულებები  მშობლებთან, საწრეო მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. მათ გამოთქვეს მადლიერება და იმედი იმისა, რომ კიდევ მოვახერხებდით აღნიშნული სახით მუშაობის გაგრძელებას.