Sunday, May 26, 2019

მასწავლებელი: ნინო გურული
საგანი:                                            მათემატიკა
კლასი: VII       
თემა:  სამკუთხედების ტოლობის ნიშნების  პრაქტიკული გამოყენება

დრო: 45 წუთი. 
მოსწავლეთა პროფილი: 

 28 მოსწავლე ; სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.

ეროვნული გეგმის სტანდარტი:

მათ. VII. 13.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით.

მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია  გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და კლასიფიკაცია.

 მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.

გაკვეთილის მიზანი:
·       მოსწავლეებმა, ჩატარებული გაზომვების საშუალებით, გამოიყენონ სამკუთხედების ტოლობის ნიშნები  პრაქტიკული მაგალითების ამოხსნისას.



·       პრობლემაზე ორიენტირებული საკითხის გადაწყვეტა სამკუთხედების ტოლობის  ნიშნების  გამოყენებით.



საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·       შეუძლიათ  სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით.

·       სამკუთხედების ტოლობის ნიშნები.

·       ორი შეფარდების ტოლობის( პროპორციულობის) თვისება.

·       შეუძლიათ ჩაატარონ მათემატიკური გამოთვლები.

·       შეუძლიათ  მასშტაბის საშუალებით ზუსტი ზომების დადგენა.

·       ვერტიკალური კუთხეების თვისება.

·       ფიგურათა სიმეტრიულობა.

მოსწავლეთა შეფასება. ტიპი:  განმსაზღვრელი შეფასება;

შეფასების ინსტრუმენტი:  საკლასო დავალებების  შეფასების რუბრიკა (დანართი 1);


სასწავლო მასალა და რესურსები:

 სასწავლო სახელმძღვანელო.(მათემატიკა VII კლასი, გოგოშვილი ვეფხვაძე, და სხვა)
სამუშაო რვეული, კალამი, სახაზავი,   თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, დაფა, მაგნიტები, გამომთვლელი.


გაკვეთილის მსვლელობა:

1.    ვამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას. (ორგანიზაციული მხარე).

2.   ვაცნობ გაკვეთილის თემას და მოტივაციის ამაღლების მიზნით ვესაუბრები მოცემული თემის საჭიროებაზე.

3.   მოსწავლეებს ვაცნობ დღევანდელი გაკვეთილის  შეფასების რუბრიკას.(2-3 წთ)

აქტივობა1.წინარე ცოდნის დადგენა:(8-10 წუთი).
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის გაგებისათვის მზაობა. ნასწავლი მასალის გახსენება.
აქტივობის აღწერა:
   აუცილებელი წინა ცოდნის დასადგენად ვიყენებ ზეპირ გამოკითხვას.
1)    სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით,
2)    სამკუთხედების ტოლობის ნიშნები ( დანართი 2)
3)    სამკუთხედების კუთხეების კამი.
     4) გავიხსენებთ პროპორციის თვისებას
      5) რას ეწოდება მასშტაბი და როგორია მისი საჭიროება პრაქტიკაში.

1)    აქტივობა 2.  სამკუთხედების  ტოლობის პირველი ნიშანი. ნიმუშის მიხედვით ფორმულის გამოყენება და პრობლემის გადაწყვეტა.

აქტივობის მიზანი: სამკუთხედის ტოლობის ნიშანის პრაქტიკაში გამოყენება.
აქტივობის აღწერა: ფორმატზე შესრულებული ნახატის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიუდგომალ ადგილამდე მანძილის დადგენა, ჩაატარებენ მარტივ გამოთვლებს, გამოიყენებენ მასშტაბს და დაადგენენ უცნობ მანძილს.( ესკიზები არის მართკუთხა, მახვილკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედებისათვის.)

აქტივობა 2. სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშანი.  შესრულებულ ნახატზე უნდა დაადგინონ ნაპირიდან,  ხევის მეორე მხარეს ობიექტებამდე მანძილი.

აქტივობის მიზანი: სამკუთხედების ტოლობის ნიშნის გამოყენება მის მიერ ჩატარებული გარდაქმნებით და ახალი სამკუთხედების აგებით.
აქტივობის აღწერა: მოცემულ ნახაზზე, მოსწავლე აგებს სიმეტრიულ ხაზებს, ცენტრული სიმეტრიის გამოყენებით აგებს ახალ სამკუთხედებს და მათი საშუალებით ადგენს  ტოლ ელემენტებს მიღებულ ნახაზზე ,სამკუთხედების ტოლობის ნიშნის გამოყენებით ამოიცნობს ტოლ გვერდებსა და კუთხეებს და პოულობს მიუწვდომელ ობიექტამდე მანძილს.
                                                                                      

აქტივობა 3.  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით  პრობლემის გადაჭრა. (10-12 წთ)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ სამკუთხედების ტოლობის ნიშნის  გამოყენება  პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვანაწილებ წყვილებში, ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ნახატებს, სადაც მოცემულია  სამკუთხა კარვები, ბუნებაში გასვლითი, საექსკურსიო ღონისძიებისთვის. ხოლო მეორე ფორმატზე აქვთ ბუნების სურათი, სადაც მათ უნდა მოახერხონ აღნიშნული ზომების მიხედვით კარვის ჩადგმა, შესაბამისად მოუწევთ ჩაატარონ მარტივი გაზომვები და გამოიყენონ სამკუთხედების ტოლობის ნიშნები პრაქტიკაში, პრობლემის გადაჭრისათვის.
მათ აქვთ არჩევანი ორადგილიანი, ოთხადგილიანი და ექვსადგილიანი კარვების არჩევისა, აქვთ შერჩეული ზომები თითოეული კარავისთვის. მოუწევთ სხვადასხვა შემთხვევების განხილვა, რათა მითითებულ ზომებში შეძლონ ჩაატიონ მოცემული სიდიდის კარვები.
პრეზენტაციას წარმოადგენს რამდენიმე წყვილი, არჩეული ზომის კარვების  შესაბამისად,  შევასწორებთ ცდომილებებს კუთხეებისა და გვერდების აგებისას. მოვნახავთ ტოლ სამკუთხედებს, დავადგენთ მასშტაბის სისწორეს.
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის შესაბამისად. ვუნიშნავ დავალებებს მასალის უკეთესად დაუფლების მიზნით.












Thursday, May 23, 2019

სასწავლო პროექტის ავტორი
ნინო გურული

ქალაქი თბილისი

სსიპ, ქალაქ თბილისის #191 სკოლა

პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება
ერთი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები ძირითადი საბაზისო ცოდნის დახმარებით ამოხსნიან სხვასასხვა სახის ლოგიკურ სავარჯიშოებს,
ამოიცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს ხელის შეხებით დაფარული ყუთიდან, შეავსებენ  მათემატიკურ კროსვორდებს, მოეწყობა შეჯიბრი მათემატიკური თამაშების, შეადგენენ  თხზულებას სიტყვების მიხედვით. მოეწყობა კაპიტნების ტური, მოსწავლეები გადმოგვცემენ სახალისო ინფორმაციებს ცნობილი მეცნიერების შესახებ.


საგანი/საგნები
საგანი: მათემატიკა,
საფეხური/კლასი
 პირველი საფეხური, მეექვსე კლასი.
პროექტის განხორციელების დრო
ექვსი   45  წთ-იანი გაკვეთილი
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები

 


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 მოსწავლეებს განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნების, მსჯელობიდან დასკვნის გამოტანის უნარი, სახალისო და საინტერესო  მრავალმხრივი ლოგიკით დატვირთული ამოცანებიდან სწორი დასკვნის გამოტანის უნარი. კრიტიკული  აზროვნების უნარი.   მონაცემების მოძიების, დამუშავების  უნარი. 
მოსწავლეები მიეჩვევიან გუნდური მუშაობის პრინციპით მოიპოვონ გამარჯვება, აგრეთვე ინტეგრირებულად გამოიყენებენ სხვადასხვა საგნებში მიღებულ ცოდნას.   მიეჩვევიან კრიტიკულ  სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ისწავლიან ბრძოლას დამსახურებულად მოიპოვონ გამარჯვება.     
მეტი ინტერესით და სიყვარულით ისწავლიან  მათემატიკას, როგორც უფრო საინტერესო და მრავალფეროვან საგანს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


რამდენად ახლოსაა მათემატიკა ყოველდღიურობასთან.
თემატური კითხვები
როგორ გავხადოთ მათემატიკის სწავლება სახალისო.



შინაარსობრივი კითხვები
1.როგორ  განვავითაროთ ლოგიკური აზროვნება.
2. რამდენად საინტერესოა  მათემატიკის შესწავლა სახალისო მათემატიკით.
3. როგორ ვისწავლოთ კრიტიკულ სიტუაციაში სწორი დასკვნის  გამოტანა.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
განმავითარებელი შეფასებაგანმავითარებელ-განმსაზღვრელი
მოსწავლეთ მიერ მოძიებული მასალები.
პროექტის მსვლელობისას
განმავითარებელი,განმავითარებელ-განმსაზღვრელი.
მოსწავლეთა  აქტიურობა,  საკუთარი ცოდნის რეალიზება, ლოგიკური პასუხების მიგნება, დროის მართვა.
პროექტის დასრულების შემდეგ
შედეგზე ორიენტირებული პასუხები, დროის მართვა.
არგუმენტირებული მსჯელობა,მოვლენის შეფასება ,პრობლემის განსაზღვრა -გადაჭრის უნარი,სხვისი აზრების პატივისცემის უნარი,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების  უნარი.
შეფასების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა აქტიურობა მასალათა მოძიებისას, აქტიურობა ჯგუფური მუშაობისას, თანადგომა საინტერესო პრობლემის გადაჭრისას, თამაშების გამართვა სწორად და დაგეგმილად, დროის სწორად მართვა. ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეები ფლობენ ძირითად მათემატიკურ მოქმედებებს ასაკის შესაბამისად, აქვთ ამოცანების ამოხსნის და ლოგიკურად პრობლემის გადაჭრის უნარი, კარგად შეუძლია გამიჯნოს ამოცანის პირობა და შეკითხვა, აანალიზებს მთავარ მონაცემს და მასზე დაყრდნობით აკეთებს შესაბამის დასკვნებს.
სასწავლო პროცედურები
პროექტს ეთმობა სრული ერთი გაკვეთილის დრო(45 წუთი). მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად, შეჯიბრი ჩატარდება ექვს ტურად, წინასწარ გამზადებული ბარათებით  გუნდები ირჩევენ სხვადასხვა ქულიან ამოცანებს, ტარდება კაპიტნების ტური, ასევე დამხმარე ქულებს აგროვებენ სხვადასხვა მათემატიკური თამაშებით,

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
შედარებით ნელა მოაზროვნე ბავშვებისთვის შევარჩიე მათემატიკური თამაში,რათა შეძლონ თანაბარ გარემოშო შესაბამისი ქულების დაგროვება.
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
კლასის ყველა მოსწავლე ფლობს ენას.
ნიჭიერი მოსწავლეები
განსაკუთრებული უნარის ბავშვები არ გვყავს.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები

ნოდარ მაჭარაშვილი, ,,მათემატიკა სახალისო და საოლიმპიადო“, ვლადიმერ ხვთისიაშვილი,  ,,სახალისო ამოცანები“
ინვენტარი/მასალები
კედლის გაზეთები.  ამოცანები, შავი ყუთი ნივთის გამოსაცნობად, დაფარული ყუთი ფიგურების ამოსაცნობად,    რუკა, დაფა, პლაკატები.
ინტერნეტრესურსები

Google.ge
სხვა რესურსები
 მოწვეული სტუმრები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი, მოადგილე, მოსწავლეები სხვა კლასიდან, (დამხმარე წამყვანები),  მოსწავლეთა  მშობლები.


რეფლექსია ჩატარებული პროექტის შესახებ:

პროექტის დასახელება:  ,,ერთი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.“

    პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეს ლოგიკური აზროვნების უნარი.
შეძლონ მსჯელობიდან  სწორი დასკვნის გამოტანა, განუვითარდეთ  დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება, ისწავლონ  გუნდური მუშაობის წესები  და პასუხისმგებლობა  თანაგუნდელების მიმართ, დაინახონ მათემატიკა,  როგორც სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი საგანი, რომელიც ძალიან დაეხმარებათ ცხოვრების უკეთესად მოწყობაში.
     პროექტი-ვიქტორინა, საინტერესო რომ ყოფილიყო შევეცადე გამეფორმებინა სხვადასხვა ფერადი ბარათებით და ნახატებით, დავამზადეთ ფორმატი, რომელზედაც თითოეული გუნდის ქულების ასახვა ხდებოდა.
    გუნდები ირჩევდნენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებს, ქულების დაგროვების მიზნით მაღალქულიანი ამოცანის არჩევისას მეტი ცოდნა და უნერები სჭირდებოდათ, შესაბამისად გუნდური პრინციპით იღებდნენ გადაწყვეტილებას.
    მოსწავლეები სხვადასხვა მათემატიკური თამაშებით, ფარული ყუთიდან გეომეტრიული ფიგურების ამოცნობით, კაპიტნების ტურის შეჯიბრით და სხვადასხვა აქტივობებით ცდილობდნენ მოეგრიებინათ ქულები და პირველები მისულიყვნენ ვირტუალურ ,,ცოდნის ტაძართან“.
   დასკვნითი ტური მშობელთა ჩართულობით დავამთავრეთ, მათ შეძლეს ეპასუხათ რამდენიმე  ლოგიკურ კითხვაზე.
   პროექტის განხორციელებასას,  ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები ითვლება. ის გუნდი, რომელსაც უფრო  სწრაფად მოაზროვნე, ნიჭიერი წევრები ჰყავს, გამარჯვების შანსი უფრო მეტი აქვს, ამდენად დაკომპლექტება თანაბარი ძალებისა და შესაძლებლობების ბავშვებით უნდა მოხდეს.
   ასევე ხელი შეგვიშალა იმ გარემოებამ, რომ ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა შეჯიბრზე და თავიდან მოგვიხდა ლიდერის არჩევა.
  სასწავლო პროექტების ასეთი სახით წარმოდგენა მოსწავლეებში დიდ ცოდნას, გამოცდილებას, გამარჯვების სიხარულს და ამასთან, მარცხთან შეგუების უნარს უმუშავებს.