პროექტები



სოციალური პროექტი

სოციალური  პროექტის ავტორი
ნინო გურული

ქალაქი თბილისი

სსიპ, ქალაქ თბილისის #191 სკოლა


პროექტისდასახელება
,,მოტოვებული ქალაქის სევდა“.    პროექტი ეძღვნება დაკარგული აფხაზეთის თემას.
პროექტის შინაარსი
 პროექტი არის შემეცნებითი, საინფორმაციო ხასიათის,  იმ მიზნით, რომ გავახსენოთ ჩვენს მოზარდებს ის დიდი ტკივილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ახლავს, ვაჩვენოთ ძველი სოხუმი, გაგრა, ოჩამჩირე, ეს ულამაზესი ქალაქები თავისი კურორტებით, შევაყვაროთ  და მოვეფეროთ ამჟამად დანგრეულ  განადგურებულ ქალაქს, გავაღვივოთ ეროვნული თვითშეგნება და მოუწოდოთ მათ არ დაგარგონ არცერთი გოჯი ქართული მიწისა. 
მოსწავლეები მოიძიებენ იბფორმაციებს აფხაზეთის შესახებ, გავაკეთებთ სლაიდებს ძველი და ახალი სურათებით, ვისაუბრებთ ჩვენს მიერ მოძიებული მასალების ფარგლებში ომის მიზეზებზე, დაამზადებენ კედლის გაზეთებს, ლექსებით და სიმღერებიღ მოეფერებიან დანგრეულ ქალაქს.

საგანი/საგნები
საგანი:  სოციალური თემა მოზარდების თვითშეგნების ამაღლებისათვის
საფეხური/კლასი
 პირველი საფეხური, მეექვსე კლასი.
პროექტის განხორციელების დრო
სამი   45  წთ-იანი გაკვეთილი. მშობლების თანხმობით  ვახერხებდით გაკვეთილების შემდეგ შეხვედრას.
პროექტის საფუძვლები

 


პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 პროექტის მიზანია: მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება,  პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება, საკუთარი ქვეყნის და მიწის პატივისცემის უნარის გამომუშავება.  გაახსენოს მოზარდებს  დაკარგული ქართული მიწის დიდი ტკივილი, რომელიც უფროსმა თაობებმა გადაიტანეს.
მოსწავლეები ისწავლიან გუნდური მუშაობის პრინციპს,  გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და წარდგენის უნარჩვევები.  მიიღებენ ინფორმაციებ, ს რითაც გაფართოვდება მათი შემეცნებითი აზროვნება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

რამდენად ფლობთ ინფორმაციას აფხაზეთის , როგორც საკურორტო ზონის შესახებ?
გაქვთ თუ არა შეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან?
რა შეიცვლებოდა საქართველოსთვის შავი ზღვის აფხაზეთის მხარე დროებით ანექსირებული რომ არ იყოს?


რაც ისურვებდი მომავალში ეროვნული ტერიტორიების გაფართოების კუთხით


რას ურჩევდით აფხაზ ხალხს, რომელიც საუკუნეების მანძილზე მეგობრობდა ქართველებთან.


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
განმავითარებელი შეფასება. პროექტის მცვლელობისას ვაძლევდი გარკვეულ მითითებებს.
მოსწავლეთ მიერ მოძიებული მასალები.
პროექტის მსვლელობისას



რეფლექსია  ჩატარებული პროექტის შესახებ
პროექტის მიზანი გახლდათ,  მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება,  პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება, საკუთარი ქვეყნის და მიწის პატივისცემის უნარის გამომუშავება.  გაახსენოს მოზარდებს  დაკარგული ქართული მიწის დიდი ტკივილი, რომელიც უფროსმა თაობებმა გადაიტანეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები, მოიძიეს სურათები ძველი და ახალი ქალაქების, ინსორმაციები წარმოადგინეს სლაიდების სახით,
მოიძიეს სხვადასხვა სიმღერები, რომელის ბოლო წლებში შეიქმნა, დაიწერა უამრავიჩანახათი, წერილი, ლექსი. მათ ნახეს თუ რაოდენ მტკივნეულია თემა ქართული საზოგადოებისათვის,
დამსწრე საზოგადოებისათვის საკმაოდ მაღელვებელი და მტკივნეული აღმოჩნდა ეს პროექტი
ვისურვებდი, რომ ხშირა  ჩავრთოთ მოზარდები აღნიშნული სახის შემეცნებით აქტივობებში, ეს მათ ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობის ამაღლებაში დაეხმარებათ.





   სსიპ ქალაქ თბილისის N 191 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში განვახორციელეთ სოციალური  პროექტი თემაზე: ,, ცხოვრება ნიკოტინის გარეშე".


სკოლა:   ქალაქ  თბილისის # 191 საჯარო სკოლა
კლასი:   XI კლასი
პედაგოგი:  ნინო გურული
მოსწავლეთა რაოდენობა :  24 მოსწავლე.
პროექტის განხორციელების ვადა:  ერთი  კვირა:    15.04 2019 ---22.04.2019
პროექტის დასახელებაა:   ,,  სიცოცხლე ხომ ყველაზე ძვირფასია’’.
პროექტის მიზანი:  მიზანი:  მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეებს ნიკოტინის მავნებლობის შესახებ.

შესავალი
ადამიანები თამბაქოს მოხმარების მხრივ იყოფიან სამ კატეგორიად: მწეველები, არამწეველები და ყოფილი მწეველები.  საქართველო მწეველთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა, მონაცემები ეყრდნობა ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევას. თამბაქოს მწეველი ადამიანების გადრაცვალების  რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიონია, ხოლო არამწეველების ( პასიური მწეველი) გარდაცვალების მაჩვენებელი     დაახლოებით ერთი მილიონი წელიწადში.                                                                               
თამბაქოს მოწევა საზიანოა როგორც მწეველებისათვის,   ასევე მათ გვერდით მყოფი ადამიანებისათვის. სწორედ ამ საკითხის შესახებ ინფორმირებისაკენ იყო მიმართული ჩვენს მიერ დაგეგმილი სოციალური პროექტი.                                                                        
                                                              
აქტივობა 1 . ჩავატარეთ  ანონიმური გამოკითხვა ჩვენს პარალელურ კლასებში და აღმოჩნდა, რომ შეხება მწეველ ადამიანებთან ჰქონდა დაახლოებით 65 პროცენტს.  

 აქტივობა 2.  შევადგინეთ კითხვარი, რათა დაგვედგინა, რამდენად იყვნენ           ინფორმირებულნი ნიკოტინის მავნებლობის შესახებ.                                                     

აქტივობა 3. გავაკეთეთ კედლის გაზეთები , რომელიც იძლეოდა ინფორმაციას  სიგარეტის მოწევამ, თუ რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს  ადამიანებს             ჯანმრთელობის გაუარესების კუთხით,  განვათავსეთ  ფოტომასალა.

აქტივობა 3.  მოვიძიეთ ინფორმაცია და გავაკეთეთ სლაიდი, რომელშიც კარგად 
არის ასახული პრობლემის აქტუალურობა.  აღნიშნული აქტივობები წარმოვადგინეთ სკოლის ინფორმატიკის კაბინეტში, სადაც ძირითად დამსწრე    საზოგადოებას წარმოადგენდნენ პედაგოგები, დირექცია და სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები.                                                                                                                 

                                                                                
       რეფლექსია ჩატარებული სოციალური პროექტის შესახებ: 
,, სიცოცხლე ხომ ყველაზე ძვირფასია
პროექტის მიზანი:  სოციალური პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენოს რამდენად დამღუპველი ზემოქმედება აქვს სიგარეტის მოწევას როგორც მწეველებისთვის, ასევე პასიური მწეველებისთვის.   აღნიშნული პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს სწორ გაანალიზებაში, შეძლებისდაგვარად  დაიცავს ასაკობრივი  გავლენისგან და მოხდება  მათი    ინფორმირება აღნიშნული საფრთხის შესახებ.
 კარგი იქნება თუ პროექტს  განვახორციელებთ შედარებით დაბალ საფეხურზეც, აღნიშნული სლაიდი შესაძლებელია ვაჩვენოთ მოზარდებს და მივანიშნოთ მოსალოდნელი  უარყოფითი გავლენის  შესახებ, თუკი ისინი  აირჩევენ იყვნენ მწეველები.
წალმოგიდგენთ სლაიდს 







                   პროექტი:   მიტოვებული ქალაქის სევდა






No comments:

Post a Comment