Monday, June 17, 2019

How to Make a Lantern with Yarn | Gorgeous DIY Yarn Orbs | How to Make B...

მოსწავლეთა საზრიანობისა და მასალის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სხვადასხვა სახის ამოცანებს  განსხვავებული ხერხებით ვაკეთებთ, რაც გვეხმარება  უკეთესად დავეუფლოთ  მასალას.













Friday, June 7, 2019

სასწავლო პროექტი ,,ნუგეში''



2018-1019 სასწავლო წელს მე-11 კლასის მოსწავლეების ინიციატივით გავაკეთეთ პროექტი ,,ნუგეში'', რაც ითვალისწინებდა მოხუცთა თავშესაფარში ვიზიტს და მათი ცხოვრების პირობების გამრავალფეროვნებას. პროექტის ხანგრძლივობა გახლდათ ერთი თვე, ოთხი ვიზიტი.

სოციალური პროექტი თემაზე:  ,, ნუგეში“.


პროექტის მიზანი:  სოციალური ადაპტაცია, თანადგომისა და სხვაზე ზრუნვის უნარის გამომუშავება მოზარდებში.


პროექტის ავტორები:   # 191 საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლეები.

პროექტის ხელმძღვანელი:   ნინო გურული


2018-2019 სასწავლო წელი


სკოლა:   ქალაქ  თბილისის # 191 საჯარო სკოლა
კლასი:   XI კლასი
პედაგოგი:  ნინო გურული
მოსწავლეთა რაოდენობა : 12 მოსწავლე.
პროექტის განხორციელების ვადა:  ერთი თვე. ( 28.11. 18—27.12. 18)
პროექტის დასახელებაა:   ,,ნუგეში ’’.
პროექტის მიზანი:  მიზანი:  სოციალური ადაპტაცია, თანადგომისა და სხვაზე ზრუნვის უნარის გამომუშავება მოზარდებში.

შესავალი
       მოსწავლეთა სოციალური ადაპტაცია,  გულისხმობს მოზარდებში შემწყნარებლობის, თანადგომისა და პატივისცემის უნარების გამომუშავებას, რაც ხალს უწყობს მათ მორალურ განვითარებას.
        სხვებზე ზრუნვა მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი თავის აღთქმაში, სხვისი ღირებულებების შეფასებასა და პატივისცემაში, ემოციების და მდგომარეობების საკუთარ თავზე გადმოტანასა და თანადგომის უნარის გამომუშავებაში. მოზარდებში ემპათიის უნარის გამომუშავება თანდათანობით უნდა მოხდეს, რაც სხვისი ემოციის გაგებას,  წვდომას და თანაგანცდას გულისხმობს.
      პროექტის განხორციელების იდეა დაიბადა   კლასის საათზე, თემიდან გამომდინარე ,,ვის შეიძლება დასჭირდეს შენი თანადგომა დღეს“. საინტერესო საუბრებისა და მოსაზრებების ფონზე გაჩნდა იდეა მოგვენახულებინა მოხუცთა თავშესაფარი, გავცნობოდით მათი ცხოვრების პირობებს, შეგვეტანა  თუნდაც მცირედი მრავალფეროვნება მათ ყოველდღიურ რუტინაში.



აქტივობა 1) ინფორმაციის შეგროვება უახლოესი მოხუცთა სახლის შესახებ, დროის შეთანხმება ვიზიტთან დაკავშირებით.
აქტივობის მიზანი: მოხუცთა სახლში მცხოვრებთა გაცნობა,  პირველი გაცნობითი ინფორმაციის მოძიება  მათი მდგომარეობის და შესაძლებლობების ფარგლებში.
  მოვიძიეთ ინფორმაცია, შევთანხმდით ავჭალის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის დირექტორთან ვიზიტზე, გამოგვიყვეს რამდენიმე საათი სტუმრობისთვის, დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობები მათი გაცნობისა და მეგობრული  ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით,  წინასწარ გამზადებული თვალსაჩინოებების დახმარებით  შევთავაზეთ მარტივი ლოგიკური  თამაში ფიგურების გადადგილებაზე, ურთიერთობამ  თანდათან გახსნილი და მხიარული ხასიათი მიიღო.
აქტივობა 2)  მასალების შეგროვება თვითნაკეთი ნივთების დასამზადებლად.
აქტივობის მიზანი: მოხუცთა ყოველდღიური საქმიანობის შეცვლა, გამრავალფეროვნება.
      შევაგროვეთ ძველი ნივთები, სხვადასხვა ფერის ქსოვილები, პლასტმასის ქილები, ბისერები, მძივები, წებო, მუყაოს ქაღალდი, თხელი ხის ფირფიტები და სხვა. დავამზადეთ თვითნაკეთი სურათის ჩარჩოები, გავაფორმეთ სხვადასხვა ფერადი ნივთებით, შევღებეთ, დავამაგრეთ თვლები. მათი ნამუშევრები  საჩუქრად გადავეცით ერთ-ერთ მეხუთე  კლასის მოსწავლეებს, რომლებშიც  თავიანთი  ნახატები მოათავსეს,  დღე საკმაოდ საინტერესო იყო როგორც სოციალური ურთიერთობის განვითარებისთვის ასევე ხანდაზმულთა ყოველდღიური სხოვრების გამრავალფეროვნებისთვის.
აქტივობა 3. მხატვრული, შემოქმედებითი საღამოს მოწყობა.
აქტივობის მიზანი: მოვაწყოთ  შემეცნებითი  საღამო, ლექსების, მოთხრობების და ჩანახატების წარმოდგენით მოსწავლეები გაახსენებენ ქართველ მწერლებსა და პოეტებს, გააცნობენ თანამედროვე ლიტერატორების ნამუშევრებს.
საინტერესო გახლდათ ის რომ საკმაოდ ბევრი ნაწარმოები ზეპირად გადმოგვცეს მასპინძლებმა, გაიხსენეს და გვიამბეს თუ რომელი წიგნი, ნაწარმოები, მწერალი უყვართ ყველაზე მეტად, მათ აჩვენეს მოსწავლეებს,რომ საკმაოდ კარგი განათლება მიუღია ზოგიერთ მათგანს, თუმცა დღევანდელი ცხოვრების პირობები მაინც გამოუვალი მდგომარეობის შედეგია, მათ ყველაზე მეტად სურთ იცხოვრონ საკუთარ შვილებთან, შვილიშვილებთან და ახლობლებთან ერთად რასაც ვერ ახერხებენ სხვადასხვა მიზეზთა გამო.


აქტივობა 4. წინასაახალწლო განწყობის შექმნა მოხუცთა სახლში.
აქტივობის მიზანი:  შევუქმნათ სადღესასწაულო განწყობა, გავულამაზოთ კიდევ ერთი დღე, შევცვალოთ მუდმივი დღის რუტინა საინტერესოდ.
დიდ ფორმატზე  ერთობლივად შევასრულეთ ზამთრის სურათი, უამრავ თოვლის ფიფქებში ციგები და თხილამურებიც შეერია, ასევე თოვლის ბაბუა და დიდი მორთული ნაძვის ხე. ნახატი ოთახის იმ კუთხეში ჩამოვკიდეთ  სადაც ჩვენს მიერ დამზადებული სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე დავდგით,  საინტერესო და ემოციური დღე საახალწლო სიმღერით  და ცეკვებით დავასრულეთ.  მოხუცებს ჩვენს მიერ შეგროვებული ტკბილეული მივართვით.



რეფლექსია ჩატარებული სოციალური პროექტის შესახებ: ,,ნუგეში“
პროექტის მიზანი:  სოციალური ადაპტაცია, თანადგომისა და სხვაზე ზრუნვის უნარის გამომუშავება მოზარდებში.
      მოხუცთა თავშესაფარში   ვიზიტმა  დიდი  გამოცდილება  და  სიყვარული შესძინა მოსწავლეებს, მიხარია, რომ ამდენი სითბოს, თანაგრძნობის და სიყვარულის გამოვლენა, გაცემა, ნუგეშისმოცემა მოახერხეს ბავშვებმა. რეალობაში მოუხდათ დაენახათ ჩვენი ცხოვრების თანმდევი ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ყველასთვის შეიძლება რეალური გახდეს.  
პროექტის განხორციელება მაგალითისმიმცემია ყველა  მოსწავლისთვის, რაც უფრო მეტ სითბოს და სიყვარულს გასცემენ უფროსების მიმართ, დააფასებენ მათ შრომას და ამაგს, მეტად შემწყნარებლები და ტოლერანტები გაიზრდებიან.
 კარგი იქნება, თუ პროექტის განხორციელების იდეას სხვა პედაგოგებიც გაითავისებენ და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაებმება აღნიშნულ კეთილ საქმეში.
პროექტის განხორციელების პერიოდში, ვირუსული ინფექსიებისაგან დაცვის მიზნით პირბადეები გამოვიყენეთ, აღმოჩნდა რომ თავშესაფრის მცხოვრებლებმა ეს შეურაცყოფად მიიღეს, გვითხრეს, რომ მათ არაფერი ცუდი და გადამდები არ სჭირდათ, ჩვენ მოვუბოდიშეთ და ავუხსენით,რომ პირიქით, ჩვენ გვინდოდა დაგვეცვა ისინი გავრცელებული ინფექციებისაგან.
  უნდა ავღნიშნოთ, რომ გვქონდა სურვილი დამატებითი რესურსებით გაგვეუმჯობესებინა  ყოველდღიური ცხოვრების პირობები, შემოგვეღობა პატარა ეზო, რომელიც მათთვის გასასვლელ, დასასვენებელ ადგილად მოიაზრება და  ზაფხულის პერიოდში უკეთეს გარემოს შევუქმნიდით მათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ სპონსორების მოძიება, საკუთარი სახსრებით ამის გაკეთებას კი ვერ შევძელით.
მადლობას ვუხდით მშობლებს, სკოლის დირექციას დახმარებისთვის.
პროექტმა  მოსწავლეებს ასწავლა  თანადგომა,  ზრუნვა, სხვისი ემოციების გაზიარება და პატივისცემა,  დაანახა  პასუხისმგებლობა საკუთარი მშობლების და ოჯახის წევრების მიმართ.