Sunday, May 26, 2019

მასწავლებელი: ნინო გურული
საგანი:                                            მათემატიკა
კლასი: VII       
თემა:  სამკუთხედების ტოლობის ნიშნების  პრაქტიკული გამოყენება

დრო: 45 წუთი. 
მოსწავლეთა პროფილი: 

 28 მოსწავლე ; სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.

ეროვნული გეგმის სტანდარტი:

მათ. VII. 13.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით.

მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია  გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და კლასიფიკაცია.

 მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.

გაკვეთილის მიზანი:
·       მოსწავლეებმა, ჩატარებული გაზომვების საშუალებით, გამოიყენონ სამკუთხედების ტოლობის ნიშნები  პრაქტიკული მაგალითების ამოხსნისას.



·       პრობლემაზე ორიენტირებული საკითხის გადაწყვეტა სამკუთხედების ტოლობის  ნიშნების  გამოყენებით.



საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·       შეუძლიათ  სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით.

·       სამკუთხედების ტოლობის ნიშნები.

·       ორი შეფარდების ტოლობის( პროპორციულობის) თვისება.

·       შეუძლიათ ჩაატარონ მათემატიკური გამოთვლები.

·       შეუძლიათ  მასშტაბის საშუალებით ზუსტი ზომების დადგენა.

·       ვერტიკალური კუთხეების თვისება.

·       ფიგურათა სიმეტრიულობა.

მოსწავლეთა შეფასება. ტიპი:  განმსაზღვრელი შეფასება;

შეფასების ინსტრუმენტი:  საკლასო დავალებების  შეფასების რუბრიკა (დანართი 1);


სასწავლო მასალა და რესურსები:

 სასწავლო სახელმძღვანელო.(მათემატიკა VII კლასი, გოგოშვილი ვეფხვაძე, და სხვა)
სამუშაო რვეული, კალამი, სახაზავი,   თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, დაფა, მაგნიტები, გამომთვლელი.


გაკვეთილის მსვლელობა:

1.    ვამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას. (ორგანიზაციული მხარე).

2.   ვაცნობ გაკვეთილის თემას და მოტივაციის ამაღლების მიზნით ვესაუბრები მოცემული თემის საჭიროებაზე.

3.   მოსწავლეებს ვაცნობ დღევანდელი გაკვეთილის  შეფასების რუბრიკას.(2-3 წთ)

აქტივობა1.წინარე ცოდნის დადგენა:(8-10 წუთი).
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის გაგებისათვის მზაობა. ნასწავლი მასალის გახსენება.
აქტივობის აღწერა:
   აუცილებელი წინა ცოდნის დასადგენად ვიყენებ ზეპირ გამოკითხვას.
1)    სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით,
2)    სამკუთხედების ტოლობის ნიშნები ( დანართი 2)
3)    სამკუთხედების კუთხეების კამი.
     4) გავიხსენებთ პროპორციის თვისებას
      5) რას ეწოდება მასშტაბი და როგორია მისი საჭიროება პრაქტიკაში.

1)    აქტივობა 2.  სამკუთხედების  ტოლობის პირველი ნიშანი. ნიმუშის მიხედვით ფორმულის გამოყენება და პრობლემის გადაწყვეტა.

აქტივობის მიზანი: სამკუთხედის ტოლობის ნიშანის პრაქტიკაში გამოყენება.
აქტივობის აღწერა: ფორმატზე შესრულებული ნახატის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიუდგომალ ადგილამდე მანძილის დადგენა, ჩაატარებენ მარტივ გამოთვლებს, გამოიყენებენ მასშტაბს და დაადგენენ უცნობ მანძილს.( ესკიზები არის მართკუთხა, მახვილკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედებისათვის.)

აქტივობა 2. სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშანი.  შესრულებულ ნახატზე უნდა დაადგინონ ნაპირიდან,  ხევის მეორე მხარეს ობიექტებამდე მანძილი.

აქტივობის მიზანი: სამკუთხედების ტოლობის ნიშნის გამოყენება მის მიერ ჩატარებული გარდაქმნებით და ახალი სამკუთხედების აგებით.
აქტივობის აღწერა: მოცემულ ნახაზზე, მოსწავლე აგებს სიმეტრიულ ხაზებს, ცენტრული სიმეტრიის გამოყენებით აგებს ახალ სამკუთხედებს და მათი საშუალებით ადგენს  ტოლ ელემენტებს მიღებულ ნახაზზე ,სამკუთხედების ტოლობის ნიშნის გამოყენებით ამოიცნობს ტოლ გვერდებსა და კუთხეებს და პოულობს მიუწვდომელ ობიექტამდე მანძილს.
                                                                                      

აქტივობა 3.  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით  პრობლემის გადაჭრა. (10-12 წთ)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ სამკუთხედების ტოლობის ნიშნის  გამოყენება  პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვანაწილებ წყვილებში, ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ნახატებს, სადაც მოცემულია  სამკუთხა კარვები, ბუნებაში გასვლითი, საექსკურსიო ღონისძიებისთვის. ხოლო მეორე ფორმატზე აქვთ ბუნების სურათი, სადაც მათ უნდა მოახერხონ აღნიშნული ზომების მიხედვით კარვის ჩადგმა, შესაბამისად მოუწევთ ჩაატარონ მარტივი გაზომვები და გამოიყენონ სამკუთხედების ტოლობის ნიშნები პრაქტიკაში, პრობლემის გადაჭრისათვის.
მათ აქვთ არჩევანი ორადგილიანი, ოთხადგილიანი და ექვსადგილიანი კარვების არჩევისა, აქვთ შერჩეული ზომები თითოეული კარავისთვის. მოუწევთ სხვადასხვა შემთხვევების განხილვა, რათა მითითებულ ზომებში შეძლონ ჩაატიონ მოცემული სიდიდის კარვები.
პრეზენტაციას წარმოადგენს რამდენიმე წყვილი, არჩეული ზომის კარვების  შესაბამისად,  შევასწორებთ ცდომილებებს კუთხეებისა და გვერდების აგებისას. მოვნახავთ ტოლ სამკუთხედებს, დავადგენთ მასშტაბის სისწორეს.
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის შესაბამისად. ვუნიშნავ დავალებებს მასალის უკეთესად დაუფლების მიზნით.












No comments:

Post a Comment