Sunday, May 19, 2019

 16. 04.2019 წელს ჩავატარე  სამოდელო გაკვეთილი თემაზე:  ,,სამკუთხედების მსგავსების ნიშნების პრაქტიკული გამოყენება".
გაკვეთილის მიზანი იყო: პრობლემაზე ორიენტირებული საკითხის გადაწყვეტა სამკუთხედების მსგავსების ნიშნის გამოყენებით.
საინტერესოდ წარიმართა საგაკვეთილო პროცესი,  პრობლემაზე ორიენტირებულმა ამოცანებმა მაღალი  მოტივაცია,  გაუღვივა მოსწავლეებს, რამაც ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას.

                                           გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: ნინო გურული
საგანი:                                            მათემატიკა
კლასი:       IX
თემა:  სამკუთხედების მსგავსების პრაქტიკული გამოყენება

დრო: 45 წუთი. 
მოსწავლეთა პროფილი: 

 30 მოსწავლე ; სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.

ეროვნული გეგმის სტანდარტი:

მათ. IX. 8. მოსწავლე პოულობს, აფასებს ფიგურებს ან მათი ელემენტების ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
·       ფიგურის თვისებების მიხედვით მსჯელობს მოცემული ფიგურების გამოყენებით სიბრტყის ნაწილის ოპტიმალური დაფარვის შესახებ.
·       მსგავსი ფიგურების თვისებების გამოყენებით ფიგურათა ფართობების დადგენა.

მათ. IX.9. იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს.
·       იყენებს  გეომეტრიული ფიგურების თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის დასაბუთებისთვის, შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა.

გაკვეთილის მიზანი:

·       სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდის პარალელური წრფის თვისების გამოყენება.
·       მსგავსების ნიშნების გამოყებების პრაქტიკული მაგალითების განხილვა.

·       პრობლემაზე ორიენტირებული საკითხის გადაწყვეტა სამკუთხედების მსგავსების ნიშნების  გამოყენებით.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·       მოსწავლეებმა იციან: სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით.

·       სამკუთხედების მსგავსების ნიშნები.

·       სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები.

·       იყენებენ პროპორციულობის თვისებებს.

·       შეუძლიათ ჩაატარონ მათემატიკური გამოთვლები.

·       შეუძლიათ  მასშტაბის საშუალებით ზუსტი ზომების დადგენა.

მოსწავლეთა შეფასება. ტიპი:განმსაზღვრელი;

შეფასების ინსტრუმენტი: საკლასო დავალებების  შეფასების რუბრიკა (დანართი 8);

სასწავლო მასალა და რესურსები:

 სასწავლო სახელმძღვანელო.(მათემატიკა IX კლასი, გოგოშვილი ვეფხვაძე, და სხვა)
სამუშაო რვეული, კალამი, სახაზავი,   თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, დაფა, მაგნიტები, გამომთვლელი, კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა:

1.   ვაგვარებ საორგანიზაციო მხარეს, ვამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას.

2.   ვაცნობ გაკვეთილის თემას და მოტივაციის ამაღლების მიზნით ვესაუბრები მოცემული თემის საჭიროებაზე.

3.   მოსწავლეებს ვაცნობ დღევანდელი გაკვეთილის  შეფასების რუბრიკას.(2-3 წთ)

აქტივობა1.წინარე ცოდნის დადგენა:(8-10 წუთი).
აქტივობის მიზანი: ახალი მასალის გაგებისათვის მზაობა. ნასწავლი მასალის გახსენება.
აქტივობის აღწერა:
   აუცილებელი წინა ცოდნის დასადგენად ვიყენებ ზეპირ გამოკითხვას, ამასთან წინასწარ გამზადებული ნიმუშების და ნახაზების დახმარებით,   მოსწავლეები დაამტკიცებენ სამკუთხედის გვერდის პარალელური წრფის თვისებას, რომლის ცოდნაც აუცილებელია პრობლემაზე დაფუძნებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის,( დანართი 1-2)
1)    თუ სამკუთხედების კუთხეები ტოლია და გვერდები პროპორციული როგორ სამკუთხედებს ვუწოდებთ მათ?
2)    ჩამოვაყალიბოთ სამკუთხედების მსგავსების ნიშნები. (წარმოვადგენთ თვალსაჩინოებას ფორმატიზე).(დანართი 3)

3)    რაში მდგომარეობს ერთ-ერთი გვერდის პარალელური წრფის თვისება?

4)    როგორ გამოითვლება სამკუთხედის ფართობი.

5)    რას ეწოდება მასშტაბი და როგორია მისი საჭიროება პრაქტიკაში.
6)    აქტივობა 2.  სამკუთხედის ერთ-ერთი გვერდის პარალელური წრფის თვისების.
აქტივობის მიზანი:  
დავასაბუთოთ როგორი პროპორციით ჰყოფს ერთ-ერთი გვერდის პარალელური წრფე დანარჩენ ორ გვერდს.
  წინასწარ გამზადებული თვალსაჩინოებების დახმარებით  ჩაწერე სამკუთხედების ფართობის გამოსათვლელ ფორმულებს და მათი შეფარდებით დაადგენენ პროპორციულ გვერდებს. (5-7 წთ.)

აქტივობა 4. მასალის გამყარება .
აქტივობის მიზანი: შესაბამის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. (12-15 წუთი)

აქტივობის აღწერა: საკლასო დაფაზე მოვათავსებ თვალსაჩინოებას, რომლის შინაარსიც მოითხოვს სამკუთხედების მსგავსების ნიშნების ცოდნას და ორ უბიექტს შორის დიდი მანძილების დადგენას.
§  თალესის მიერ შემუშავებული წესის განხილვა პირამიდების სიმაღლის განსაზღვრის შესახებ. (თვალსაჩინოება ნახაზზე # 4 )

§  მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის გარეშე ორ პუნქტს შორის მანძილის დადგენა (თვალსაჩინოება # 5).

§  ორ პუნქტს შორის მანძილის დადგენა, თუ მას ხელს უშლის შენობა-მაგებობები. (თვალსაჩინოება #6)

მასშტაბის გამოყენებით, (რომელიც ჩვენს შემთხვევაში მსგავსების კოეფიციენტია) ააგებენ შემცირებული ზომის ფიგურებს, რომელთა კუთხეების ტოლობა და გვერდების პროპორციულობა დაცული იქნება. მიღებული სამკუთხედის საძიებელი გვერდის არჩეულ მასშტაბზე გამრავლებით შესაძლებელია მიუდგომელ ობიექტებს შორის მანძილის დადგენა. (მონაცემებს შეიტანენ ცხრილებში დანართი #7)
აქტივობა 4.  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით  პრობლემის გადაჭრა. (10-12 წთ)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ სამკუთხედების მსგავსების ნიშნების გამოყენება  პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.
აქტივობის აღწერა:კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის თვალსაჩინოებებს, პროგრამულად გეოგრაფიიდან ისინი ნაწილობრივ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნული კაშხალის შესახებ. ვისაუბრებთ მაღალი საიმედოობის სამკუთხედის ჭრილის მქონე კაშხალზე. ასევე სლაიდზე შესრულებულია ნახაზი, რომელზეც დატანილია მათემატიკური ზომები, მათ ევალებათ გადმოიტანონ მასშტაბის საშუალებით კაშხალის მიახლოებითი თვალსაჩინოება სამკუთხედის სახით და დაადგინონ აუზში  წყლის დონე.
შევაჯამებთ ჩატარებულ გაკვეთილს, ვისაუბრებთ აღნიშნული საკითხის ცოდნის საჭიროებაზე.
მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის შესაბამისად. ვუნიშნავ დავალებებს მასალის უკეთესად დაუფლების მიზნით.

დანართი. 7

Α კუთხის სიდიდე
АВ გვერდი
АС გვერდი
შენიშვნა

Α კუთხის სიდიდე
АВ გვერდი
АС გვერდი
შენიშვნა

შეფასების რუბრიკა: დანართი 8. საკლასო დავალებები
შედეგები
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
მათემატიკური ცნებების და ტერმინების ცოდნა
დახმარების გარეშე ვერ აყალიბებს მათემატიკურ ცნებებს
არასრულყოფილად აყალიბებს ცნებებს, უჭირს მაგალითებისა და ფორმულების დასახელება
ძირითადად აყალიბებს მათ. ცნებებს, მოჰყავს ფორმულები და მაგალითები
იცის ცნებები, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები
ყოველთვის იცის ცნებები და მოჰყავს მაგალითები
კავშირი მათემატიკურ გამოსახულებასა და ამოცანებს შორის
დახმარების გარეშე ვერ ამყარებს კავშირს მათემატ. გამოსახულებებსა და ამოცანებს შორის
არასრულყოფილად ამყარებს კავშირს გამოსახულებებსა და ამოცანებს შორის
ძირითადად ამყარებს კავშირს ამოცანებსა და გამოსახულებებს შორის
ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცან-სა და გამოსახულებებს შორის და იშვიათად უშვებს შეცდომებს
ყოველთვის ამყარებს კავშირს სხვადასხვა ამოცანებსა და გამოსახ. შორის.
დავალების სისტემატიურად შესრულება
არ ასრულებს დავალებებს
პერიოდულად ასრულებს დავალებებს
დავალებებს ასრულებს ხშირი ხარვეზებით
დავალებებს ასრულებს მცირე ხარვეზებით.
სისტემატიურად და უშეცდომოდ ასრულებს დავალებებს.
გამოთვლები
შედეგი არაადეკვატურია
არასრულყოფილად აკეთებს გამოთვლებს
გამოთვლები მეტ- ნაკლებად სწორის
გამოთვლები სწორია, თუმცა შეიცავს ტექნიკურ ხარვეზებს
გამოთვლები სწორია, გამოყენებული აქვს ოპტიმალური ხერხები.

რეფლექსია ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე:
 ,,სამკუთხედების მსგავსების პრაქტიკული გამოყენება“. IX კლასი
გაკვეთილის მიზანი: პრობლემაზე ორიენტირებული საკითხის გადაწყვეტა სამკუთხედების მსგავსების ნიშნის გამოყენებით.
      სამკუთხედების მსგავსების თვისებები ძალიან გვეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების  გადაჭრაში, თემის გავლის შემდეგ გადავწყვიტე  მოსწავლეებისთვის მომეძებმა ამოცანები, რომლებიც  პრობლემის  გადაჭრაზე იქნებოდა ორიენტირებული  და  მოეძებნათ გზები მათ  გადასაწყვეტად.
     ვთვლი, რომ საკითხზე მუშაობა სასარგებლო იყო არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ   კოლეგებისთვისაც, მათ შეუძლიათ აღნიშნული საგაკვეთილო თემა   საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენონ.
    აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, გადავამოწმე  წინარე ცოდნა, განვიხილეთ მაგალითები მსგავსების ნიშნების ცოდნის დონის დადგენის მიზნით,   ვთვლი, რომ აღნიშნული თემის განმტკიცება მოხდა საფუძვლიანად, აქტივობები დავალაგეთ მარტივიდან რთულისკენ, რაც დაეხმარა ბავშვებს მიზნის მიღწევაში.
    განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ პრობლემაზე ორიენტირებული საკითხის განხილვა, რამაც მოტივაციის ზრდას შეუწყო ხელი და ბავშვები მეტი მონდომებით შეუდგნენ მუშაობას. მათ დამოუკიდებლად შეძლეს   მაღალი საიმედოობის,  სამკუთხედის ჭრილის  მქონე კაშხალის წყლის დონის ხაზის სიმაღლის დადგენა.
     ამასთან ადგილი ქონდა საგანთა შორის კავშირის დამყარებას. (საკითხი ენგურჰესის კაშხალის შესახებ ისწავლეს გეოგრაფიაში, ფლობდნენ ინფორმაციას მის შესახებ).
     მომავალში  სასურველი იქნება მოსწავლეებს  ხშირად   შევთავაზოთ ამოცანები პრობლემის გადაჭრაზე,  რაც ხელს შეუწყობს    ცოდნის დაგროვებას,  საკუთარი პრაქტიკის საფუძველზე.
    გაკვეთილმა ხელი შეუწყო მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესრულებას, მოსწავლეებში, კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების, პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავებას.
       საგაკვეთილო პროცესი წუთნახევრით ადრე დავამთავრე, ახალ აქტივობას ვეღარ მოვასწრებდი, ადგილი ქონდა მცირე ტექნიკურ ხარვეზს, პროექტორთან დაკავშირებით.
      სასურველია მეტი ტექნიკური მხარდაჭერა  საკლასო ოთახებში, გამართული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

1 comment:

  1. მასალა საინტერესოდ არის გადმოცემული. გმადლობთ

    ReplyDelete